0422 23 81 81

ფასი





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველი’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

გავემგზავრებით მცხეთაში. მცხეთა მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 480მ-ზე, თბილისიდან 21 კმ-ზე.

ქალაქი მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მცხეთაში მოვინახულებთ სვეტიცხოველს, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების  ძეგლს. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. გავისეირნებთ მცხეთის ძველ უბანში, სადაც მრავლადაა ქართული ხასიათის სუვენირები.

გავემგზავრებით გორში და მოვინახულებთ საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოღვაწის და პოლიტიკოსის ი.ბ. სტალინის მუზეუმს. მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი დაცულია მისი პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი და ა. შ.

გავემგზავრებით უფლისციხეში. უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია. კავკასიის ერთერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წერილობით წყაროებში უფლისციხე პირველად  VII  საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი.

უფლისციხეს კომპლექსს წარმოუდგენელი შთაბეჭდილება არა ერთ მნახველზე მოუხდენია.

ტურის დასასრული