0422 23 81 81

ფასი





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველ“ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე). გავემგზავრებით უფლისციხეში. უფლისციხე კლდესი ნაკვეთი ქალაქია. კავკასიის ერთერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წერილობით წყაროებში უფლისციხე პირველად  VII  საუკუნესი იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი.

უფლისციხეს კომპლექსს წარმოუდგენელი შთაბეჭდილება არა ერთ მნახველზე მოუხდენია.

გავემგზავრებით ატენის სიონის მოსანახულებლად, რომელიც დგას მდ. ტინას მარცხენას ნაპირას კლდოვან კიდეზე. ის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია VII საუკუნეში. მის აგებას ქართლის ერისთავს ნერსეს მიაწერენ. ტაძარმა შემოგვინახა ულამაზესი მხატვრული ფრესკები, რომელიც ფეოდალური ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს.

მოვინახულებთ გორის ციხეს, ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს და მძაფრ შთაბეჭდილებას იწვევს.  ციხესიმაგრის ირგვლივ მოსახლეობა იყო დასახლებული. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, მისი დაპყრობა მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას ნიშნავდა. ტურის დასასრულს კი სოფელ ატენიდან ცოტა მოშორებით, ატენის ხეობაში, ფრიალო კლდის კიდეზე მდებარეობე ატენის სიონს მოინახულებთ.