0422 23 81 81

ფასი

70 ₾





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველ“ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე)

.გავემგზავრებით უფლისციხეში. უფლისციხე კლდესი ნაკვეთი ქალაქია. კავკასიის ერთერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წერილობით წყაროებში უფლისციხე პირველად  VII  საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი.

უფლისციხის კომპლექსს წარმოუდგენელი შთაბეჭდილება არა ერთ მნახველზე მოუხდენია.

გავემგზავრებით ატენის სიონის მოსანახულებლად, რომელიც დგას მდ. ტინას მარცხენას ნაპირას კლდოვან კიდეზე. ის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია VII საუკუნეში. მის აგებას ქართლის ერისთავს ნერსეს მიაწერენ. ტაძარმა შემოგვინახა ულამაზესი მხატვრული ფრესკები, რომელიც ფეოდალური ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს.

მოვინახულებთ გორის ციხეს, ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს და მძაფრ შთაბეჭდილებას იწვევს.  ციხესიმაგრის ირგვლივ მოსახლეობა იყო დასახლებული. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, მისი დაპყრობა მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას ნიშნავდა.