0422 23 81 81

ფასი

70 ₾





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველ’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე)

გავემგზავრებით უჯარმაში -უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის გაშენება, განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მას შემდეგ რაც ვახტანგ V-მ საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთერთ  რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა.

გავემგზავრებით შუამთაში - რომელიც მნიშვნელოვან არქიტექურულ ძეგლს წარმოადგენს. შუამთის მონასტრები განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის  V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, VII  საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, მესამე მცირე გუმბათოვანი ეკლესია აგრეთვე VII საუკუნის.

შემდეგ მოვინახულებთ თეთრი გიორგის ეკლესიას, რომელიც მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

გავემგზავრებით ალავერდში, რომელიც VI საუკუნეში დაარსა იოსებ ალავერდელმა ერთერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე. ტაძარი ერთ ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში

შემდეგ გავემგზავრებით თელავში, სადაც მოვინახულებთ ერეკლე მეფის სასახლეს-‘ბატონის ციხის’ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში, იგი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს. მოვინახულებთ 900 წლოვან ჭადრის ხეს რომელიც ქალაქ თელავის სავიზიტო ბარათია.

ტურის დასასრული გამგზავრება თბილისში