0422 23 81 81

ფასი





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველი’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

გავემგზავრებით გურჯაანში და მოვინახულებთ გურჯაანის ორგუმბათიან. ტაძარს ‘ყველაწმინდას’, რომელიც   XIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების (გარდამავალი ხანის) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. 

შემდეგ გავემგზავრებიტ წინანდალში - სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 560მ -ზე

სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას, რომელიც ეკუთვნოდა ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს ალ. ჭავჭავაძეს,  1818 ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. სასახლე და მისი მიმდებარე 12ჰა-ზე გადაჭიმული უნიკალური ბაღი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

მოვინახულებთ აგრეთვე წინანდლის ღვინის საცავს, რომლის ღირებულებას წარმოადგენს მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის პირობები და უნიკალური კოლექცია.

შემდეგ გავემგზავრებით თელავში, სადაც მოვინახულებთ ერეკლე მეფის სასახლეს-‘ბატონის ციხის’ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში, იგი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს.

შემდეგ გავემგზავრებით გრემში. გრემის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში. მისგან ჩრდილო დასავლეთით 15კმ-ში გზატკეცილის პირას. მისი, როგორც პოლოტიკურად  და სტრატეგიულად  მნიშვნელივანი ქალაქის ისტორია XV   საუკანიდან დაიწყო. მთაზე შორიდანაც კარგად მოჩანს გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო, იგი კახეთის მეფე ლევანმა 1565 წელს ააგო.

ციხე-სიმაგრე გრემი მნახველებს წარსულში ამოგზაურებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს.