0422 23 81 81

ფასი

70 ₾





აღწერა

7 საათზე შეხვედრა ‘’სითი თრეველი ’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

გაემგზავრებით შაორის წყალსაცავის მიმართულებით და თქვენ ნამდვილ ზღაპარში მოხვდებით. განსაკუთრებით ლამაზი და და მომაჯადოებელია შემოდგომაზე. ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. გზას ვაგრძელებთ ზღვის დონიდან 1569 მეტრი… იშვიათი სილამაზით და უნიკალური მდებარეობით… ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, ტყიბულის თავზე აზიდული მთისკენ - ცხრაჯვარი. ცხრაჯვარი ულამაზესი ადგილია შესანიშნავი ხედებით. აქ არის ძველი ციხესიმაგრე, რომლის თავზეც ჯვარი მდებარეობს. ლეგენდებს კი თვით გიდი მოგახსენებთ ადგილზე. ( მანამ, სანამ ციხესიმაგრემდე მიაღწევთ, გარკვეული მანძილი ფეხით უნდა დაფაროთ.)

მოინახულებთ ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც გახლავთ გუმბათოვანი ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში. ის XI საუკუნის დასაწყისშია აგებული. ძეგლს არსებობის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ განუცდია, ეს კი, ცხადია, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. შემდეგი სანახაობა რასაც თვქნ მოინახულებთ ბარაკონის ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი გახლავთ რაჭაში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. და ბოლო სანახაობა სიყვარულის ჩანჩქერი.

დაბრუნება თბილისში