0422 23 81 81

ფასი





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’ სითი თრეველი’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე)

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქ. სიღნაღიდან 2კმ-ში.

გადმოცემის მიხედვით ეკლესია აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე  IV- საუკუნის 30-იან წლებში.

 მონასტერთან ახლოს მოედინება ორი წყარო, ერთ ერთ მათგანს წმ. ნინოს წყაროს უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით ის წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი ფიზიკურად და სულიერად  დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. (შეგიძლიათ სურვილის მიხედვით წყაროში განბანვა)

შემდეგ მოვინახულებთ სიღნაღს. სიღნაღი საქართველოს ერთ ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე , ისევე ბუნებრივი მდებარეობა. ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივცეს და კავკასიონის ქედებს.

გასეირნება ძველ უბნებში  და სურვილის მიხედვით სადილი

შემდეგ გაემგზავრებით ზეგაანში, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 460მ და მოვინახულებთ შატო ზეგაანს, რომელიც გახლავთ სამეღვინეო  ადგილ-მამული. იგი წარმოადგენს ისტორიულ, არქიტექტურულ და ისტორიოგრაფიულ ღირებულებას.

 დავათალიერებთ და დააგემოვნებთ უნიკალურ ქართულ ღვინოებს

 

გაემგზავრებით ყვარელში, სადაც მოვინახულებთ ყვარლის ტბას. ყვარლის ტბა ერთერთი უმშვენიერესი ადგილია კახეთში. აქ შესაძლებელია ბუნებით ტკბობა და რელაქსაცია.

სურვილის მიხედვით აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ კახური კერძებიც.

 ტურის დასასრული