0422 23 81 81

ფასი





აღწერა

8 საათზე შეხვედრა ‘’სითი თრეველი’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

გამგზავრება ანანურის მიმართულებით -ანანური ფეოდალური ხანის XVI- XVIII საუკუნეების ციხესიმაგრეა, იგი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ძეგლია, მასში თავმოყრილია საკულტო სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები.

ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

გაემგზავრებით გუდაურში , რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტია , იგი მდებარეობს თბილისიდან 120 კმ-ში ზღვის დონიდან 2196მ სიმაღლეზე .

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. გუდაურში

გავჩერდებით სავახშმოდ

გავემგზავრებით ყაზბეგში, მუნიციპალიტეტი მთლიანად მაღალ მთიანია, ზღვის დონიდან 1700 მ- იდან 5000 მეტრის ფარგლებში იცვლება. ყაზბეგი მდიდარია მდინარეებით ტბებით მყინვარებით და მინერალური წყაროებით.

ყაზბეგის ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეული ადგილი გერგეთის სამების ტაძარს უკავია, იგი  XIV საუკუნის ძეგლია.

ყაზბეგის შესანიშნავი ხედები და გერგეთის სამების მონასტერი მნახველს    გულგრილს არ ტოვებს.

დაბრუნება თბილისში