0422 23 81 81

ფასი





აღწერა

9 საათზე შეხვედრა ‘’სითი თრეველ’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 9 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების სიუხვით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრია და ყველაზე ნალექიანი ადგილია ჩვენს ქვეყანაში (4.520 მმ). სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - "მტირალა".მისი საერთო ფართობი შეადგენს 15698,8 ჰა. მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით, კენძოდ კოლხური ფლორით.პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. თქვენ ნახავთ - ველური კოლხური ტყეები; ულამაზესი ტბა და ჩანჩქერი; zip line; საბაგირო გზა; შემაჯამებელი პიკნიკი;

საჭირო ინფორმაცია : ჩაიცვით სპორტულად - საწვიმარი ქურთუკი, მოხერხებული ფეხსაცმელი, სათადარიგო ტანსაცმელი, ტურის მიმდინარეობისას მოგიწევთ ფეხით გადაადგილება.