0422 23 81 81

ფასი





აღწერა

10 საათზე შეხვედრა ‘’სითი თრეველ’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობთ საექსკურსიო მარშრუტს. გასვლა სასტუმროდან 10 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე).

ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ძველი და ახალი ბათუმის კოლორიტულ ღირსშესანიშნაობებს - ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი, საოცრებათა მოედანი,  ჭაჭის კოშკი, წმ. ნიკოლოზის ეკლესია, პიაცას მოედანი, ევროპის მოედანი, მედეას ქანდაება, ასტროლოგური საათი, ნეპტუნის მოედანი და რათქმაუნდა ქალაქ ბათუმის თეატრი. ასევე ნურიგელისა და არდაგანის ტბა, უისტიციის სახლი და მოცეკვავე შადრევნები. ასევე საშუალება გექნებათ შავი ზღვის სანაპირო დაათალიეროთ გემით.