City Travel
image
მთავარი
>
ტურები
>
3 დღე 3 ქალაქში (ბათუმიდან)

3 დღე 3 ქალაქში (ბათუმიდან)

94 ნახვა

ტურის შესახებ

ხანგძლივობა:
3 დღე / დღე
ფასი:
$
ყველა სეზონი

აღწერა

ტურის დეტალები
•    დაწყება/დასრულება - ბათუმი
•    ხანგრძლივობა - 3 დღე
•    ტიპი – ღვინო, კულტურა და სათავგადასავლო

ტურის პროგრამა
•    საფეხმავლო ტური ძველ ბათუმში
•    ნავით გასეირნება ზღვაში
•    ლაშქრობა მტირალას ეროვნულ პარკში
•    გასეირნება ქუთაისის სამეფო უბანში
•    ბაგრატის ტაძარი
•    გელათის და მოწამეთას მონასტრები
•    ღვინის ტესტირება და ქართული ვახშამი საოჯახო ღვინის ქარხანაში
•    ჯვრის მონასტერი
•    სვეტიცხეველის საკათედრო ტაძარი მცხეთაში

დღე 1 – ბათუმი და მტირალას ეროვნული პარკი
ტური იწყება ბათუმის ევროპის მოედნიდან 10:30 საათზე. პირველი გაჩერება ევროპის მოედანი და მედეას ქანდაკებაა. შემდეგ გადავდივართ პიაცას მოედანზე და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. აქედან მივდივართ ბათუმის პორტში. შემდეგ ჯგუფი სტუმრობს ალისა და ნინოს მოძრავ ქანდაკებას. შემდეგი გაჩერება ბათუმის ანბანის კოშკია. შემდეგ გავდივართ ბულვარში და მოცეკვავე შადრევნების პარკში. ჩვენი ექსკურსიის ბოლო გაჩერებაა ბათუმის დრამატული თეატრი და ნეპტუნის ქანდაკება. ტური დასრულდება 12:00 საათზე ევროპის მოედანზე. ფეხით ტურის შემდეგ გავემგზავრებით ნავით ზღვაში. ლანჩზე ვჩერდებით ადგილობრივ რესტორანში. 14:30 საათზე, ლანჩის შესვენების შემდეგ გავემგზავრებით მტირალას ეროვნულ პარკში. როგორც კი მივალთ, ხელნაკეთი საბაგიროთი გადავდივართ მდინარეს და 3 კმ ფეხით გავდივართ ჩანჩქერებისკენ. ვისაც ცივი წყალი უყვარს, შეუძლიათ ჩანჩქერებში ბანაობა. პარკში არის საბაგირო ატრაქციონი, რომელიც ბავშვების საყვარელი ადგილია. როგორც კი დაღლილები ვართ და ემოციებით სავსენი ვსხდებით ფურგონში და გავემგზავრებით ქუთაისისკენ. ტური ქუთაისში 20:00 საათზე დასრულდება.
ღამისთევა ქუთაისში

დღე 2 - თბილისი, ჯვარი და მცხეთა
ტური იწყება 08:00 საათზე ქუთაისის სასტუმროებიდან სტუმრების აღებით. პირველი გაჩერება სურამშია, სადაც ვაგემოვნებთ ქართულ ტკბილ პურ „ნაზუკს“. ისინი გვაჩვენებენ როგორ მზადდება და გვაძლევენ შესამოწმებლად. აქედან ვაგრძელებთ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისკენ. მცხეთა ითვლება საქართველოს რელიგიურ ცენტრად. შემდეგი გაჩერება ჯვრის მონასტერია. საიდანაც საოცარი ხედი იშლება მდინარეების მცხეთაზე, მტკვარზე და არაგვზე. ჯვრის შემდეგ ადგილობრივ რესტორანში ვისვენებთ უგემრიელესი კერძებით. ლანჩის დასრულების შემდეგ გავდივართ თბილისის ძველ უბანში. ჩვენ ვფარავთ მეტეხის ეკლესიას, ევროპის მოედანს, მშვიდობის ხიდს, საბაგირო გზას ნარიყალას ციხემდე, ლეღვათხევის ჩანჩქერს და თბილისის გოგირდის აბანოებს. ექსკურსიის დასრულების შემდეგ ვბრუნდებით ქუთაისში და ჩავდივართ ქალაქში 22:00 საათისთვის.
ღამისთევა ქუთაისში

დღე 3 – ქუთაისი, ღვინო და ვახშამი
ტური იწყება 09:00 საათზე ჩვენი ოფისიდან ქუთაისში. ჯერ ავდივართ ბაგრატის საკათედრო ტაძარში, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს. იგი აშენდა მე-11 საუკუნეში, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო. შემდეგ გადავდივართ მე-12 საუკუნის გელათის მონასტერში. კომპლექსში არის 3 დიდი ეკლესია, აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავი, სამრეკლო, ბერების სახლები. იგი ააშენა უდიდესმა ქართველმა მეფემ დავით აღმაშენებელმა. შემდეგ გადავდივართ მოწამეთას მონასტერში, რომელიც დაკავშირებულია ნაწამები ძმა ბატონების დავით და კონსტანტინე მხეიძეების ისტორიასთან. ის კლდეზეა აგებული და 3 მხრიდან მდინარეს აკრავს. საოცარია მონასტრის ირგვლივ ბუნება და ფერები. შემდეგი, რასაც ვაკეთებთ, არის ფეხით ტური ქალაქის ცენტრში. აქ გზამკვლევი მოგვითხრობს საქართველოსა და ქუთაისის ისტორიაზე. შადრევანთან სურათების გადაღების შემდეგ ჯგუფი აგრძელებს ცენტრალურ პარკს, სადაც განთავსებულია დის "იშხნელების" ქანდაკებები და "9 აპრილის" მემორიალი. შემდეგ გავდივართ ქუთაისის მერიასთან, ოპერის თეატრთან და ვეწვევით "მონ პლასირის" თაღს. შემდეგ გავდივართ პირველ გიმნაზიასთან და ვესტუმრებით თეთრ ხიდს, შემდეგ გავდივართ სიყვარულის პარკში და ვეწვევით ოქროს მარხილის სასახლეს. შემდეგ მივდივართ ცენტრალურ სასურსათო ბაზარში, სახელად „მწვანე ბაზარი“. ლანჩზე ვესტუმრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობჩაში მდებარე საოჯახო ღვინის ქარხანას „ბაიას ღვინო“. ჯერ ბაია და გვანცა (ბაიას და) გვიჩვენებენ ვენახს, რომელიც მათი სახლის უკან არის. შემდეგ გადავდივართ მარანში, რათა დავაგემოვნოთ რამდენიმე სახეობის ღვინო. აწარმოებენ "ცოლიკოურს", "კრახუნას", "ალადასტურს", "ოჯალეშს", "ოცხანურ საფერეს" და რა თქმა უნდა "ჭაჭას". შემდეგ ქართული კერძებით სავსე დიდ სუფრას ვსხედვართ. მათი დედა უგემრიელეს იმერულ საჭმელს ამზადებს, რაც კი ოდესმე გასინჯავთ. დამაკმაყოფილებელი ლანჩის შემდეგ ვბრუნდებით ქუთაისში და გავემგზავრებით ბათუმში. ვასრულებთ 21:00 საათზე ბათუმში.

დაჯავშვნეთ ეხლავე
შენი მოგზაურობის უსაფრთხო პარტნიორი!