City Travel
image
მთავარი
>
ტურები
>
მესტია, სვანეთი (ბათუმიდან)

მესტია, სვანეთი (ბათუმიდან)

94 ნახვა

ტურის შესახებ

ხანგძლივობა:
2 დღე / დღე
ფასი:
$
ყველა სეზონი

აღწერა

ტურის დეტალები
• დაწყება/დასრულება - ბათუმი
• ტიპი – სათავგადასავლო
• ხანგრძლივობა – 2 დღე


ტურის პროგრამა
• ენგურის წყლის კაშხალი
• მარგიანის ოჯახის სახლ-მუზეუმი
• უშგული
• უშბას (4700-4710მ), თეთნულდის (4850მ) და შხარას (5200მ) მთების ხედები.


  დღე 1 – მესტია
სტუმრების მიღებას ვიწყებთ 06:30 საათზე და 07:00 საათზე გავდივართ ქალაქიდან. პირველი გაჩერება ენგურის წყლის კაშხალია. კაშხლის დათვალიერების შემდეგ მივდივართ მესტიისკენ. გზად ადგილობრივ რესტორანში ვჩერდებით ლანჩზე. ასევე, რამდენჯერმე ვჩერდებით სურათების გადასაღებად და ჩანჩქერებითა და კავკასიონის ქედის საოცარი ხედებით დასათვალიერებლად. მესტიაში 14:00 საათზე ჩავალთ. პირველ რიგში ვეწვევით სამთო-სათხილამურო კურორტს ჰაწვალს. საბაგირო გადის 1500-დან 2300 მ სიმაღლემდე. ზემოდან საოცარი ხედი იშლება უშბაზე (4700-4710მ) და თეთნულდზე (4850მ). შემდეგი გაჩერებაა მარგიანის ოჯახის საბრძოლო კოშკი და სახლ-მუზეუმი, რომელიც აშენდა მე-14 საუკუნეში. ტური დასრულდება 16:30 საათზე კრედო ბანკთან.
ღამისთევა მესტიაში
 
დღე 2 – ამ დღეს გვაქვს off-road ტური ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში უშგულში. ვიწყებთ 10 საათზე კრედო ბანკიდან - მესტია, თამარ მეფის #38. ჩვენი პირველი გაჩერება არის სიყვარულის კოშკი, რომელიც წარმოადგენს აკრძალული სიყვარულის ისტორიას. ამის შემდეგ ვაგრძელებთ გამავლობას უშგულისკენ. როგორც კი უშგულს მივაღწევთ, ჩვენი მანქანები გაჩერდება ცენტრში. სტუმრებს აქვთ 3 საათი, რათა შეისწავლონ უძველესი კოშკები და ეკლესიები. მესტიაში ვბრუნდებით 17:00 საათზე. აქ ვცვლით მანქანას და ვბრუნდებით ბათუმში. გზად ვცვლით მანქანებს და ბათუმში 21:30 საათისთვის ჩავდივართ.

დაჯავშვნეთ ეხლავე
შენი მოგზაურობის უსაფრთხო პარტნიორი!