წყალტუბო
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ცნობილია მიწისქვეშა ცხელი სამკურნალო წყლებით, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებას. სამკურნალო წყლებს იყენებენ პრევენციისა და ზოგადი გაუმჯობესებისათვისაც და მას უწოდებენ "სიცოცხლის წყალს".
წყაროების პარკი - სამკურნალო წყლების პარკი, სადაც მოწყობილია აბანოები, არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, წიწვოვანი ტყე და სასიამოვნო გარემო, სადაც შეძლებთ მკურნალობას, დასვენებას და გაჯანსაღებას.
გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმში დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიაფეოდალური ხანის ჩათვლით. მუზეუმი მდებარეობს წყაროების პარკტან ახლოს.