იმერეთი
ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი, ქალაქი რომელიც ქმნის ქვეყნის ინდუსტრიას და ასევე მნახველს აოცებს მარავალფეროვანი კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლებით, იშვიათია მხარე რომელიც ამგვარი შესაძლებლობებითაა დაჯილდოვებული, აქ ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ძველი ისე თანამედროვე კულტურა, ბუნების უნიკალური ძეგლები და მარავალათასწლეულის წინანდელი არტეფაქტები. ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე იმერეთში მრავლად არის ისტორიული მნიშვნელობის კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც დამსახურებულად არიან შესული მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში (იუნესკო). ბაგრატ III მეფობის (X საუკუნის ბოლო, XI საუკუნის დასაწყისი) პერიოდში ქუთაისში აგებულია ბაგრატის ტაძარი. XII საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში აიგო გელათის სამონასტრო კომპლექსი. სწორედ ამ მონასტერშია დაკრძალულია საქართველოს უდიდესი მეფე - დავით აღმაშენებელი. ქუთაისში ნახავთ აგრეთვე შუასაუკუნეების მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, რომელსაც გააჩნია ულამაზესი ადგილმდებარეობა.
ეწვიეთ იმერეთს და დატკბით იმერეთის ულამაზესი ბუნებით.