0422 23 81 81

საქართველოს შესახებ

საქართველო უმშვენიერესი ადგილია, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს  მთის არაჩვეულებრივი პეიზაჟი, მწვანე ველები, მშვენიერი ვენახები, უძველესი ეკლესიები.  ქვეყნის ფართობია 69700 კვ.მ., ის მდებარეობს კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სადაც შავი ზღვის თბილი ტალღები შემოსაზღვრავს მას.

ქართველები  ნიჭიერი და კულტურული ხალხია, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, და ამტკიცებენ, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. თუმცა საქართველო არა მარტო თავისი ბუნებითაა ასეთი მიმზიდველი. საქართველო ცნობილია თავისი განუმეორებელი კლდეში ნაკვეთი ქალაქებით, არქიტექტურული ძეგლებითა და მდიდარი ხელოვნებით.

დედაქალაქი თბილისი კი დღემდე ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან კულტურას. საქართველოში კარგად არის განვითარებული მშენებლობა, რაზეც მეტყველებს თანამედროვე ტიპის მშენებარე ნაგებობები.  ბოლო პერიოდში გატარებული მოდერნიზაციის პროცესის შედეგად საქართველო იქცა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად.

კურორტებისა და მინერალური წყლების სიმრავლემ, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ტურიზმის ინტენსიურ განვითარებას. საქართველო შედის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულში, რადგანაც აქ ფიქსირდება დამნაშავეობის მინიმალური დონე, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის შექმნილია საუკეთესო პირობები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოში მოგზაურობისას ვიზიტორი აუცილებლად უნდა ეწვიოს უძველეს მონასტრებს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს, სასახლეებს. განსაკუთრებით ვურჩევთ დაათვალიერონ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მოინახულონ ყაზბეგი, რომელიც, სხვათა შორის, ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალთა რიცხვში შედის. გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ მადისაღმძვრელი ადგილობრივი კერძები და სასმელები. თუ გსურთ კარგად გაატაროთ დრო, ეწვიეთ ძველ თბილისს, სადაც ქვეყნის უნიკალურ ატმოსფეროს შეიგრძნობთ.

საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებები საქვეყნოდ არის ცნობილი. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც განთქმული „ბორჯომი“. გარდა ამისა, აქ არის ასობით მცირე და ნაკლებადცნობილი წყაროები, რომლებიც თითქმის ყველგან შეგხვდებათ, ზოგი გზის პირას, ზოგიც - სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე. ევროპული ამიერკავკასია სამუდამოდ დარჩება თქვენს გულში. თუ თქვენ ერთხელ მაინც მოინახულებთ საქართველოს, შესაძლოა, აქ დიდხანს დარჩენის სურვილიც გაგიჩნდეთ.

თუ გსურთ დატკბეთ ბუნების სილამაზითა და  კეთილმოსურნე ადამიანებთან ურთიერთობით, განმარტოვდეთ სუფთა ჰაერზე, უნდა ეწვიოთ საქართველოს. ქართველები გამორჩეულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, აქ „სტუმარი ღვთისაა“ - ასე ეგებებიან საქართველოში სტუმრებს. აქ ერთმანეთს ერწყმის, ერთი შეხედვით, სრულიად შეუთავსებელი რამ: სათხილამურო კურორტები და მაღლობები პარაპლანით ფრენისთვის,  საქვეითო და საცხენოსნო მარშრუტები.

 

 

 

გეოგრაფია

საქართველო მდებარეობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე. სამხრეთით მას ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია და კავკასიონის დიდი ქედი. საქართველოს დედაქალაქი და ამავდროულად ყველაზე დიდი ქალაქია თბილისი. საქართველოს ტერიტორია ფარავს დაახლოებით 69 700 კვადრატულ კმ-ს.

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონია. სახელმწიფო ენაა  ქართული. საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანაში ეროვნული ვალუტა არის ქართული ლარი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი (83.9%) არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.

საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი.    

 

კლიმატი

საქართველოს ჰავა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის შედარებით მცირე ფართობს. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში წარმოდგენილია სუბტროპიკული ზონა, ისევე როგორც სამთო-სათხილამურო საკურორტო ზონები.

საქართველო იდეალური ადგილია საერთაშორისო სტუდენტებისათვის, თუ გავითვალისწინებთ მის კლიმატს. ზამთარი არ არის ძალიან სუსხიანი (საშუალო ტემპერატურაა 2-3°C) და ზაფხული კი ძალიან ცხელი (საშუალო ტემპერატურა 24 °C).

სუბტროპიკული და ნოტიო ჰავა დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსათვის, ხოლო საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მშრალი ჰავაა.

 

ისტორია

პირველი ისტორიული ჩანაწერები საქართველოს შესახებ ოთხი ათასი წლით თარიღდება. ქართულ ანბანს ერთ-ერთი ადგილი უკავია მსოფლიოს უნიკალურ ანბანებს შორის. მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

 

საქართველო გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებითა და ტოლერანტულობით. ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მშვიდად თანაარსებობდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ხალხი.

საქართველოს ისტორიის განმავლობაში ქვეყანას ხშირად ესხმოდა თავს სპარსეთი, თურქეთი და რუსეთი. საბოლოოდ, მე-19 საუკუნეში რუსეთმა მოახერხა საქართველოს ანექსირება.

1991 წელს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად  საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

ამჟამად, საქართველო არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებსა და განვითარებაზე.

 

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში 103 კურორტია, 30 საკურორტო ზონა და რეგიონი.

საქართველოს რეკრეაციული რესურსებია: კლიმატი, ბალნეოლოგია, ზღვა, მყინვარები, წყლები, ტყე და ბუნების სხვა კომპონენტები, რაც ტურისტებისთვისაა საინტერესო.

საქართველო გამოირჩევა რთული და მდიდარი ისტორიით, რამაც განაპირობა ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული რესურსების ნაირსახეობა. საქართველოს ტერიტორიაზე დაცულია არქიტექტურული, რელიგიური, თავდაცვითი და არქეოლოგიური ძეგლები. სახემწიფოში დაცულია 5 ათასამდე ძეგლი და მათგან სამი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.  

 

პირველი ევროპელები

საქართველო მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში დაუჯერებელი აღმოჩენების გამო. დმანისში, თბილისიდან სამხრეთით, აღმოაჩინეს 1.8 მილიონი წლით დათარიღებული „ჰომოს“ გვარის ფრაგმენტები.

ესაა აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანების არსებობის პირველი დამამტკიცებელი საბუთი. ამ აღმოჩენამ ერთმანეთთან დააკავშირა აფრიკა და ევროპა და მოგვაწოდა ინფორმაცია ადამიანების განვითარების შესახებ. ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, რომ საკუთარი თავები მივიჩნიოთ პირველ უცხოელ „ტურისტებად“ ევროპიდან.

 

უნიკალური ანბანი

მთელს მსოფლიოში მხოლოდ 14 დამოუკიდებელი ანბანია და მათ შორის ერთ-ერთია ქართული. ქართულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ძირითადად საქართველოში, სადაც ოფციალური ენა არის ქართული. მოსახლეობის 98%-სთვის, რომელიც ლაპარაკობს ქართულად, ეს მშობლიური ენაა.

 

ქართულ ანბანს უჭირავს ადგილი მსოფლიოს 14 ანბანს შორის. უძველესი ხელნაწერი მეხუთე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

ცხელი წყაროები და მინერალური წყლების კურორტები

წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი სპაცენტრი, რომელიც თავს იწონებდა 103 მინერალური წყლის კურორტით. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილმდებარეობაც შეირჩა გოგირდის წყლების გამო.

ამჟამად გოგირდის აბანოები მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

ყველაზე მრავალფეროვანი და დაცული ბუნება

საქართველოს უჭირავს მხოლოდ 69, 700 კვარდატული კმ. თუმცა მისი მრავალფეროვნება გასაოცარია: ნოტიო სუბტროპიკული ტერიტორიები, ნახევრადუდაბნო, მაღალი ალპური მდელოები და უზარმაზარი თოვლით დაფარული მწვერვალები. ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე. საქართველოში 40-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს უდიდესი ნაწილი აუთენტური და დაცულია. 

 

ღვინის აკვანი

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ყურძნის წიპწები, რომელიც აღმოაჩინეს კავკასიის სამარხებში თიხის ღვინის ქვევრებთან ერთად, 7000 წლის წინანდელია. ესაა ღვინის კულტურის ყველაზე ძველი კვალი. სიტყვა ღვინის ინგლისური შესატყვისი აიღეს ქართული ღვინოდან და ის ხმარებაშია უფრო მეტი ხანი, ვიდრე რომელიმე თანამედროვე ენა. საქართველოში მოიპოვება ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიში.

იუნესკოს შიდასამთავრობო კომიტეტის მე-8 სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, უძველეს ქართულ ტრადიციულ ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 

 

ქართული სამზარეულო

საქართველო არის ორიგინალური და ძალიან სპეციფიკური ქვეყანა. ქართული სამზარეულო არის ნაყოფიერი, მინერალებით მდიდარი ლანდშაფტის ბუნებრივი გაგრძელება, რომლებიც კავკასიონის მთებიდან სუფთა წყლებით იკვებება.

ქართული სამზარეულო გთავაზობთ მრავალფეროვან კერძებს, გამდიდრებულს მწვანილით და სანელებლებით, როგორც ვეგეტარიენულ, ასევე ხორცეულის კერძებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ გაეცნოთ და შეიგრძნოთ ქართული ტრადიცია არის ქართული სუფრა. ქართული სტუმართმოყვარეობა მთელ მსოფლიოშია აღიარებული.

 

 უძველესი ქრისტიანული ქვეყანა

საქართველო ქვეყანაა, სადაც ხანგრძლივი ტრადიციები და რელიგიური ტოლერანტობა სხვადასხვა ეროვნების ხალხს აერთიანებს. საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში გულთბილად იღებდა ნებისმიერი სარწმუნოების ხალხს – ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართული ეროვნული სულისკვეთების საფუძველია. არ არსებობს უკეთესი გზა საქართველოს ისტორიის  უნიკალური ატმოსფეროს შესაგრძნობად თუ არა ეკლესიები. გერგეტის სამება, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მწვერვალზე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია თუ დავით გარეჯი.. ……

საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში ინახება წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, საქართველოს ერგო პატივი შეენახა ქრისტეს კვართი, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენს. წმინდა მარიამის მოსასხამი ინახება კოლხეთის გულში, ზუგდიდში!

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!

 ფართობი: 69,700 კვადრატული კმ;

საზღვრები: სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთი; ჩრდილოეთით – რუსეთი, სამხრეთით – სომხეთი;

გეოგრაფია: საქართველოს ტერიტორიის 80% შედგება მთებისა და გორებისაგან. ქვეყანა მდებარეობს 40-47 გრადუსზე აღმოსავლეთით და 41-44 გრადუსზე ჩრდილოეთით.

დედაქალაქი: თბილისი (მოსახლეობა: 1 118.300);

სხვა ქალაქები: ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, სოხუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი;

ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები – 83.8%, აზერბაიჯანელები – 6.5%, სომხები – 5.7%, რუსები – 1.5%;

სახელმწიფო ენა: ქართული; ქართული და აფხაზური აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ეროვნული ვალუტა: ქართული ლარი, 1 აშშ = დაახლოებით 2.55 ლარი (2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით).

 

ოფიციალური უქმე დღეები:

 

1-2 იანვარი – ახალი წელი;

7 იანვარი – შობა;

19 იანვარი – ნათლისღება;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს ერთიანობის დღე;

მართლმადიდებლური აღდგომა – პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი;

9 მაისი – ფაშისზმზე გამარჯვების დღე, ევროპის დღე;

12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – მარიამობა;

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;

23 ნოემბერი - გიორგობა.