0422 23 81 81

„სითი თრეველი“

ტურისტული კომპანია „სითი თრეველი“ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანიაა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რესურსები და შესაძლებლობა ტურისტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი მომსახურება. კომპანია არის "მეტრო ჰოლდინგის" ერთერთი შვილობილი კომპანია.  საქართველოში პირველად "მეტრო ჰოლდინგი" 2010 წელს გამოჩნდა და პირველი წარმატებული პროექტი იყო „METRO GEORGIA” თანამედროვე საერთაშორისო ავტოსადგური ბათუმში, შემდეგ განხორციელდა ისეთი მსხვილი პროექტები როგორიცაა მაღალი დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „METRO CITY APPARTMENT“ და 20 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების სავაჭრო ცენტრი „METRO CITY FORUM“, საქართველოში უდიდესი 590 ნომრიანი სასტუმრო და აპარტამენტები „METRO LEGEND HOTEL“, 455 ნომრიანი სასტუმრო „EUPHORIA“, 101 ნომრიანი სასტუმრო „SKY TOWER“,  დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო „ LEGEND BUSINESS HOTEL”, სასტუმრო გონიოში  ,,KINGS TOWN” ასევე მშენებარე პროექტები - სასტუმრო „EUPHORIA SKY TOWER“ გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე. 
არის რამდენიმე საიდუმლო, რომელიც უნდა აუცილებლად იცოდეთ ჩვენი კომპანიის შესახებ:

№ 1. ჩვენ ვართ უაღრესად ამბიციურები. დარწმუნებულნი ვართ შეგვიძლია შევიტანოთ ინოვაციები ტურიზმის სფეროში
№ 2. ჩვენ ვართ პროფესიონალები, გვაქვს ფართო ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც თან ახლავს მრავალი ექსპერიმენტი.
№ 3. ჩვენ ვართ ცნობისმოყვარეები, 24/7 ძალებს არ ვიშურებთ რათა დავნერგოთ სიახლეები ტურიზმში, გავაუმჯობესოთ ხარისხი და მომსახურება მოვარგოთ თქვენს მოთხოვნებს.
№ 4. ჩვენ გაგვიმართლა და თავს ვთვლით ბედნიერად, რათა შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო და მრავალფეროვანი მიმართულებები.
ჩვენი კომპანია, შემდგარი საუკეთესო სპეციალისტებისგან ტურისტულ სფეროში ყოველთვის ცდილობს დააკმაყოფილოს თქვენი ცნობისმოყვარეობა და იხილოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება. გამოცდილება და ინტუიცია აძლევს „სითი ტრეველს“ საშუალებას შემოგთავაზოთ მხოლოდ საუკეთესო.

ჩვენ გთავაზობთ: 
•    ტურები საქართველოში ინდივიდუალური და ჯგუფური.
•    დასვენება საქართველოს კურორტებზე, ჯგუფური და ინდივიდუალური.
•    სასტუმროს დაჯავშნა
•    ავია, რკინიგზის და ავტობუსის ბილეთები
•    გიდის მომსახურება
•    ნებისმიერი სირთულის კორპორატიული საღამოები, კონფერენციები და თემატური ვახშმების ორგანიზება.
•    სატრანსპორტო მომსახურება - მაღალი კლასის ავტობუსები და მანქანის გაქირავება. 
 

 
img img

ჩვენ გთავაზობთ

img

ტურები

ტურები საქართველოში ინდივიდუალური და ჯგუფური

img

დასვენება

დასვენება საქართველოს კურორტებზე, ჯგუფური და ინდივიდუალური

img

დაჯავშნა

სასტუმროს დაჯავშნა

img

ბილეთები

ავია, რკინიგზის და ავტობუსის ბილეთები